საკალათბურთო კლუბ “რუსთავი1991”-ს სეზონის ბოლომდე ცნობილი ბერძენი სპეციალისტი გეორგიოს კეცელიდისი უხელმძღვანელებს .
გეორგიოს კეცელიდისი კარგად არის ნაცნობი ქართველი ქომაგისათვის. 2012 წელს კეცელიდისმა შსს საკალათბურთო კლუბი „შსს აკადემია“ ჩაიბარა და ნახევარწელიწადში გუნდი ქართული სუპერლიგის ფლაგმანად აქცია და თასის ჩემპიონობასთან ერთად საქართველოს ჩემპიონობამდეც მიიყვანა . კალათბურთის ქომაგს მისი მომზადებული კლუბი დაამახსოვრდა როგორც ძალზედ დისციპლინირებული და ტაქტიკურად მომზადებულ კლუბად. იმავე სეზონში ბერძენი სპეციალისტი წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.
კარიერის მანძილზე გეორგიოს კეცელიდის უმუშავია ევროპულ საკალათბურთო გრანდებში: ოლიმპიაკოსი, ჟალგირისი, აეკი, პაოკი და სხვა. წლების მანძილზე იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების ილიას ზუროსის ასისტენტი იყო.
ვუსურვებთ გეორგიოს კეცელიდის წარმატებებს და იმედს ვიტოვებთ, რომ ის შეძლებს გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანას და წარმატებების მიღწევას.