რუსთავის მე-6 საბავშვო ბაღში ,,ევროპის სკვერი“ გაიხსნა

საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადებას, რუსთავის მე-6 საბავშვო ბაღი, ,,ევროპის სკვერის“ გახსნით გამოეხმაურა. მე-6 ბაღში, სრული ენერგოეფექტური რეაბილიტაცია, ევროკავშირის გრანტით და რუსთავის მერიის თანადაფინანსებით გახორციელდა. ბაღს, მეგობრობის მემორანდუმიც აქვს გაფორმებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლიეტუვას ქალაქ პანევეჟისის მე-6 საბავშვო ბაღთან და ,,ევროპის სკვერის“ გახსნა აქ, გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა.
ბაღის ეზოში, საქართველოს და ევროსაბჭოს დროშებით გაფორმებული საბავშვო სკვერი, რომელიც ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა თავად მოაწყვეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა, ბავშვებთან ერთად გახსნეს. ღონისძიებას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და მერის მოადგილე გოჩა ლორიაც ესწრებოდნენ.
ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, საქართველოს 2020 წლის 15 მაისამდე ექნება.

NO COMMENTS