სოფელ ხატისოფელსა და ცურტავში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა

მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, მოქალაქეების მიერ დასახელებული საჭიროების მიხედვით, სოფელ ხატისოფელსა და ცურტავში სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრა.

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ხატისოფელში წყლის ტუმბო გამოიცვალა. ახალი დანადგარის საშუალებით 80 ტონიანი რეზერვუარის შევსებაა შესაძლებელი.

ახალი ტუმბო დამონტაჟდა ცურტავშიც, რის შედეგადაც წყალის მიწოდება სოფლის განაპირა ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

„ღია შეხვედრების ფარგლებში, ხატისოფლისა და ცურტავის მოსახლეობამ წყლის პრობლემის გადაჭრა გვთხოვა. სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, დაზიანებული ტუმბოები ოპერატიულად შევცვალეთ. მოხარული ვარ, რომ ახლა უკვე სოფელ ხატისოფელს სასმელი წყალი მიეწოდება, ცურტავში კი სასმელი წყლით სარგებლობა ყველა მოსახლისთვის ხელმისაწვდომი გახდა, აღნიშნული პრობლების გადაჭროს შედეგად, ვფიქრობ ჩვენი მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს მეტად გააუმჯობესებს“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS