საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ გამარჯვებული საბა შალიკიანი გახდა


შვიდ ფინალისტს შორის საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელის’’ გამარჯვებული  დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა შალიკიანი გახდა. პროექტი,რომლის გენერალური სპონსორი კომპანია ,,არემჯია’’ ბოლნისში  3 კვირიანი დაძაბული მარათონის შემდეგ დასრულდა. ისტორიის კონკურსის საფინალო შეხვედრას და გამარჯვებულების გამოვლენას ბოლნისის მერიამ უმასპინძლა. მონაწილეებს და  მათ პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ,ხოლო პროექტის გამარჯვებული ,,დიდგორელი’’,, არემჯისგან’’ ექვსი თვის მანძილზე სტიპენდიას მიიღებს.

NO COMMENTS