ბოლნისის მუნიციპალიტეტი პროექტს „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც დააფინანსებს

პროექტი „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც გაგრძელდება. დავით შერაზადიშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ პრეზიდენტმა, იულია ხარაშვილმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთწლიან ხელშეკრულებას დღეს მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირსეული სიბერე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს.

პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს და მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

NO COMMENTS