რუსთავში ახალგაზრდული ბიზნესიდეების განხორციელების ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნის ასდღიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს

რუსთავის პროფესიულ კოლეჯ ,,მოდუსში’’, ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშეწყობისთვის, ეკოსისტემის შექმნის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

მრგვალი მაგიდის ფორმატის სამუშაო შეხვედრას, რომელიც რუსთავის ინოვაციების ჰაბის ინიციატივით მოეწყო, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, ბიზნესსექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე, ახალგაზრდული ბიზნესიდეების განხორციელების ხელშემწყობი ეკოსისტემის შექმნის ასდღიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს, განიხილეს საჭირო პერსპექტივები და რესურსები.

შეხვედრა პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. ერთწლიანი პროექტის განხორციელება, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით, 2019 წლის სექტემბერში დაიწყო.

NO COMMENTS