ეხება თუ არა ბოლნისსა და მარნეულში დაწესებული შეზღუდვები დმანისის მუნიციპალიტეტს

მას შემდეგ, რაც ბოლნისსა და მარნეულში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტების საზღვრები ჩაიკეტა, ავტომატურ რეჟიმში ჩაკეტილ ზონაში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, სადაც საავტომობილო გზით მოხვედრა მხოლოდ მარნეულისა და ბოლნისის გავლით არის შესაძლებელი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გახდა ცნობილი, დმანისში საკარანტინო რეჟიმი არ ვრცელდება, თუმცა მოსახლეობას ბოლნისისა და დმანისის გავლით გადაადგილება შეეზღუდა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY