რუსთავში სასურსათო მაღაზიებში, საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების შესრულების ხარისხი მოწმდება

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის სასურსათო მაღაზიებში, საგანგებო სიტუაციის ფარგლებში გათვალისწინებული ნორმების შესრულების ხარისხს დღეს დილიდან პირადად ამოწმებს.

მონიტორინგი ქალაქის მერმა, ,,მადაგონის“ სავაჭრო ქსელის ფილიალიდან დაიწყო, გაეცნო სუპერმარკეტ ,,ფენიქსში“, ასევე ,,ორი ნაბიჯის,“ ,,მაგნიტის“ ფილიალებში და სხვა დიდ თუ მცირე მარკეტში არსებულ სიტუაციას.

ქალაქში არსებულ სასურსათო მაღაზიებში, ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომები კარგად კონტროლდება. დაცულია მომხმარებლის რაოდენობის, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის პრინციპიც. კონსულტანტები პირბადეებით და ხელთათმანით აღჭურვილები ემსახურებიან მომხმარებლებს.

,,რუსთავში არსებული ქსელური სავაჭრო ობიექტები, ზედმიწევნით იცავენ ყველა სავალდებულო მითითებას და რეკომენდაციას. აღარ ვსაუბრობ სადეზინფექციო სამუშაოებზე, რომელიც სისტემატურად სრულდება ყველა წესის დაცვით. გარკვეული კითხვები წამოვიდა ქსელური მაღაზიების მეპატრონეებისგან, იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის მომხმარებლის ყოფნაა დაშვებული, კონკრეტული მარკეტის ტერიტორიაზე, ფართობის გათვალისწინებით. სუპერმარკეტების წარმომადგენლების მხრიდან დასმული ყველა საკითხი დამუშავდება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, კიდევ ერთხელ მივაწვდით მათ, რადგან სოციალური დისტანციის დაცვა, არის დაავადების გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა“ – განაცხადა რუსთავის მერმა.

სასურსათო მაღაზიების ქსელში, საგანგებო მდგომარეობის შესრულების მონიტორინგს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებენ.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY