რუსთავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კორპორატიული სატრანსპორტო ხაზის დანიშვნის საკითხის განხილვა სპეციალურად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის

რუსთავის მუნიციპალიტეტში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის კორპორატიული სატრანსპორტო ხაზის დანიშვნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

„ძვირფასო რუსთაველებო, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სოციალური ქსელის საშუალებით, შეგვეხმიანა რამოდენიმე ექიმი, რომლებიც საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე შეზღუდული საქალაქთაშორისო სატრანსპორტო მიმოსვლის გამო, ვერ ახერხებენ დედაქალაქში საკუთარ სამუშაო ადგილებამდე მისვლას. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ექიმებმა და ზოგადად სამედიცინო პერსონალმა ოპერატიულად შეძლონ გადააგილება. შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კორპორატიული სატრანსპორტო ხაზის დანიშვნის საკითხის განხილვა სპეციალურად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის. გვჭირდება იმ რუსთაველი ექიმების რაოდენობის ცოდნა, რომლებიც დედაქალაქის კლინიკებში, თუ სტაციონარებში მუშაობენ. მოგმართავთ თხოვნით, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ლინქზე. აღნიშნულ ონლაინ პლატფორმაზე უნდა დარეგისტრირდნენ მხოლოდ ექიმები, ექთნები და ზოგადად სამედიცინო პერსონალი. გთხოვთ არ გაიაროთ რეგისტრაცია, თუ არ ხართ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რადგან თითოეული დარეგისტრირებული პირი, გადამოწმდება დამსაქმებელთან. https://forms.gle/GpFQrNk2a2TKLeKg8“- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY