კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი დაიხურა

რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი დაიხურა. როგორც რუსთავის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი განმარტავს, პარკი დამსვენებლებს, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასტაბილირებამდე ვერ მიიღებს.
,,კარგად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს არიან მიჩვეულნი და სურთ, რომ გარეთ გამოვიდნენ და ფიზიკურად იაქტიურონ, მაგრამ დღეს შექმნილ სიტუაციაში, ჩვენი და ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები და დავრჩეთ სახლში. შესაბამისად, ამ მხრივ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველია, სწორედ ისეთი თავშეყრის ადგილები, როგორიც პარკია. ამიტომ, პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტიება და სიტუაციის დასტაბილურებამდე, რუსთავის ცენტრალური პარკი დაკეტილი იქნება“-განაცხადა რუსთავის საზოგადოებრივი ჯან. დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
რუსთავის მერია კიდე ერთხელ მოუწოდებს რუსთაველებს, რომ შეასრულონ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია და განსაკუთებული საჭიროების გარდა, ნუ დატოვებენ საკუთარ სახლებს.

NO COMMENTS