შოთა რეხვიაშვილი ქალაქ რუსთავის მოსახლეობას აფრთხილებს

დამატებითი შეზღუდვები და 4 დიდი ქალაქო რომელიც დღეს ჩაიკეტება – 10 დღის განმავლობაში საქალაქთაშორისო მოძრაობაზე შეზღუდვა არ შეეხება გადაუდებელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურების, ასევე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების წარმომადგენლებს. ამის შესახებ განმარტებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული აკეთებს. შოთა რეხვიაშვილი აფრთხილებს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას, დროულად დაბრუნდნენ ქალაქში ან ვისაც ამის საჭიროება აქვს დატოვონ ის რათა გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ.

“შეზღუდვების ამოქმედება მოხდება 21:00 საათიდან. შესაბამისად, ვინც დასაბრუნებელია ქალაქში ამ პერიოდის მანძილზე უნდა მიიღონ ზომები, ვინც გასასვლელია უნდა მიიღოს ზომები და თუ არ მიიღებენ ესეთ ზომებს, 10 დღიან ვადაში რაც არის დაფიქსირებული ეს შეზღუდვა, მოუწევთ იქ ყოფნა, სადაც ახლა არიან. გადაუდებელი და სასიცოცხლო სამსახურები, რაც ეხება ჯანდაცვას და რაც არის სტრატეგიული დანიშნულების, ეს არ იქნება ამ შეზღუდვებში მოქცეული და ჩვენ ამ ხალხთან მუდმივად კომუნიკაციაში ვართ,” – განაცხადა მა, შოთა რეხვიაშვილმა.

NO COMMENTS