„სახელმწიფო სტრუქტურებს ვამჩნევთ იმას, რომ მოქმედებენ ისე, როგორი დღის წესრიგიც დაუწესა რუსთავის „აზოტმა” – თამაზ დოლაბერიძე

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ 1 მაისს დასაქმებულთა საერთაშორისო დღეს, ონლაინ ჩართვაში, რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმის შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, სამწლიანი დავა გათავისუფლებულ თანამშრომლებსა და „აზოტს” შორის თანამშრომლების სასარგებლოდ დასრულდა, უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება და კომპანიას 56 ყოფილი თანამშრომლის სამუშაო ადგილებზე დაუყონებლივ აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა. საქმე აღსრულებისთვის, თებერვლის თვეში, აღსრულების ბიუროს გადაეცა, დღემდე „აზოტი” არ ასრულებს ვალდებულებას და უგულველყოფს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაზეც რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია აღსრულების ბიუროს. 

იხილეთ ვიდეო

NO COMMENTS

LEAVE A REPLY