რუსთავში ახლადრეაბილიტირებული კოსტავას გამზირი გაიხსნა

ქალაქის ისტორიული ქუჩა, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა გახსნეს. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის გახსნას, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ველორბოლით დაიწყო. ქუჩის შუაგამყოფ ზოლში მოწყობილ სკვერში, რუსთაველმა მუსიკოსებმა სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები შეასრულეს. ველორბოლის დასრულების შემდეგ, რუსთაველი ველოსიპედისტების დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ქუჩა, სადაც რამოდენიმე შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული, დღეს მთლიანად რეაბილიტირებულია. არქიტექტურული სტილის შენარჩუნებითაა აღდგენილი ფასადები, გამოცვლილია ყველა მიწისქვეშა კომუნიკაცია და წყალარინების სისტემა. განახლებულია ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებითაა მოპირკეთებული ტროტუარები. მოწყობილია გარე განათების ენერგოეფექტური ქსელი, რეკრეაციული სივრცე, ველობილიკები, დახაზულია საპარკინგე ზონები და გადასასვლელები.

კოსტავას გამზირის რეაბილიტაციით,
ძველი რუსთავის განახლების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა, შუაგამყოფ ზოლში არსებული სკვერი, კი კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე იქნება ქალაქისთვის.

NO COMMENTS