რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოში მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანის ხელმძღვანელობით, მორიგი სხდომა გაიმართა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხები განიხილეს და ქალაქისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.

საკრებულოს დეპუტატების გადაწყვეტილებით, „საფეხბურთო კლუბი რუსთავი“-ს 51% წილი, გარკვეული პირობებით, აუქციონზე გასხვისდება, საფეხბურთო კლუბს უნარჩუნდება სპორტული -„ფეხბურთის“ პროფილი. წილის მყიდველი ვალდებულია ყოველწლიურად უზრუნველყოს „საფეხბურთო კლუბი რუსთავის“ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატების შესაბამის ლიგებში მონაწილეობისთვის პირობების დაკმაყოფილება და პროლიცენზიის მოპოვება-შენარჩუნება, ასევე კლუბში უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბავშვთა სკოლების, არანაკლებ მეორე კატეგორიის, სულ მცირე ერთი საფეხბურთო სკოლა.

საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა, ასევე დაამტკიცეს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, XX-XXI მიკრორაიონების და ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 4260 კვ.მ. ქონების საპრივატიზაციო ობიექტების გეგმა.
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის გამო შეიქმნა ტრანსპორტის საკითხების, სპორტის და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფები, ხოლო უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა, ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY