რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს, სამედიცინო დახმარების სამი ავტომანქანა გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების ფარგლებში, რუსთავის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს, სამედიცინო დახმარების სამი ავტომანქანა გადაეცა. რუსთავის ცენტრის განახლებული ავტოპარკი, დღეს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილე გოჩა ლორიამ და რუსთავის საკრებულოს წევრმა დავით იშხნელმა დაათვალიერეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საგანგებო სიტუაციების მართვის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოცი მანქანა გადასცა. მათგან ორმოცდახუთი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, თხუთმეტი, კი მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში გადანაწილდება.

NO COMMENTS