რუსთავში, ორი ახალი საწარმო შენდება

რუსთავში, ორი ახალი საწარმო შენდება. აქედან ერთი, პროგრამის-აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მეორე, კი კერძო ინვესტიციით.
პოლიესტერის სინთეზური ბოჭკოსა და სილიკომანგანუმის საწარმოების მშენებლობის პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორიასთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.
კომპანია ,,ენ-ბი-ალოისი“ და შპს ,,პოლივიმი“ ახალ საწარმოებს, სამრეწველო ზონაში აშენებენ. ორივე ქარხანში ჯამში 350-მდე ადგილობრივი მუშა-ხელის დასაქმდება.
,,კომპანია ,,პოლივიმ“-მა რუსთავში პლასტმასის ნარჩენების აღმდგენი და პლასტმასის მეორადი ბოთლების გადამამუშავებელი ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოს მშენებლობა ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ პროფილის წარმოება საქართველოში პირველად შენდება. საწარმო ნედლეულის სახით მოიხმარს პოლიეთილენ-ტერეფტალატის მეორად ბოთლის გადამამუშავებელ ფანტელებს, ხოლო საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს გამოუშვებს. სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და წარმოადგენს ნედლეულს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის. საწარმო პირველ რიგში, ეკოლოგიური კუთხით არის საინტერესო, რადგან პოლიეთილენის მეორადი ნარჩენს, კერძოდ, კი პლასტმასის ბოთლებს იყენებს ნედლეულად, რაც ამ სახის ნარჩენებისგან არსებულ ეკოლოგიურ საფრთხეს შეამცირებს და მისი გამოყენება რაციონალურად მოხდება.
შპს ,,პოლივიმი“, მთლიანდ კერძო უცხოური ინვესტიციით შენდება, რომლის საერთო ოდენობა 7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის განხორციელების შედეგად, საწარმოში 150 რუსთაველი დასაქმდება და წელიწადში 800 ათასი ტონა მრავალფუნქციური სინთეზურ ბოჭკოს აწარმოებს.
მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული და შემოდგომისთვის იგეგმება მეორე ახალი საწარმოს გახსნა.
ახალ ფეროშენადრობ ქარხანას კომპანია ,,ემ-ბი-ალოისი“ სახელმწიფო პროგრამა- ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული სესხით აშენებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა ბორის ბოსტოღანაშვილმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს მშრალი ფილტრების მონტაჟი, რაც საწარმოსგან გარემოს დაბინძურების რისკს გამორიცხავს. ,,გპირდებით, თქვენ აქ ვერავითარ კვამლს ვერ ნახავთ“-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ახალ ფეროშენადრობ ქარხანას კომპანია ,,ემ-ბი-ალოისი“ სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული სესხით აშენებს. საწარმო აღჭურვილია ეგრეთწოდებული მშრალი ფილტრებით, რაც სრულად გამორიცხავს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკს. ,,ემ-ბი-ალოისის“ ფეროშენადნობი ქარხანა 4 მეგავატიანია და მასში სილიკომანგანუმის წარმოება მოხდება. დღეისათვის, ქარხნის მშრალი ფილტრებით აღჭურვა მიმდინარეობს. ქარხნის გახსნას კომპანიის ხელმძღვანელობა ოქტომბრის შუა რიცხვებში გეგმავს, მასში საწყის ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება, მეორე ეტაპზე, კი დამატებით 100 ადგილობრივი მიიღებს სამუშაო ადგილს. ინვესტიციის საერთო რაოდენობა 1 მლ 800 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 1 მლ 500 ათასი ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მიღებული შეღავათიანი სესხია, 300 ათასი კი, კომპანია ,,ფლექსო ფუდის“ კერძო ინვესტიცია.

NO COMMENTS