დღის ფოტო – მაშველებმა 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდან გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში 10 წლის ბავშვი ნანაგრევებიდან გამოიყვანეს.

ზუგდიდში ორსართულიანი სახლი ჩამოინგრა, ნანგრევებში არასრულწლოვანი მოყვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ ის გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

NO COMMENTS