რომელ საათზე დაიწყებენ და დაასრულებენ მოძრაობას მუნიციპალური ავტობუსები

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, იქამდე, ვიდრე ქალაქში კომენდანტის საათი 21:00 საათიდან იქნება განსაზღვრული, რუსთაველებს მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან, საღამოს 19:30 სთ-მდე მოემსახურებიან.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.

შეგახსენებთ ახალი, ევრო-5 სტანდარტის ავტობუსები რუსთავში 8 თებერვლიდან ახორციელებს მგზავრთა გადაადგილებას. მერიის გადაწყვეტილებით ორი კვირის განმავლობაში მოქალაქეები ახალი ავტობუსებით უფასოდ გადაადგილდებიან, ხოლო შემდეგ მოსახლეობის უმრავლესობა შეღავათიანი ტარიფით იმგზავრებს.

NO COMMENTS

LEAVE A REPLY