პარლამენტის წევრმა, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ მოქალაქეთა მიღება დაიწყო.
„პირადად ვეცნობი არსებულ პრობლემებს, რათა მათზე რეაგირება შესაძლებლობის ფარგლებში დროულად და ეფექტურად განხორციელდეს.”- აცხადებს ლაცაბიძე.
როგორც დეპუტატის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან ხდება ცნობილი, მოქალაქეთა მიღება მომავალშიც მოთხოვნის შესაბამისად, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.
