რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს

1 მარტიდან მუნიციპალური ავტოტრანსპორტით მგზავრობა რუსთავში ფასიანი ხდება.

ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი, მგზავრებს, სამი კვირის განმავლობაში უსასყიდლოდ ემსახურებოდა.რუსთავის მერიის საშეღავათო პროგრამით 60 ათასამდე რუსთაველი ისარგებლებს. პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები არიან:

• სოციალურად დაუცველი პირები

• ვეტერანები• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები• სკოლის მოსწავლეები

• სტუდენტები

• პენსიონერები

• პედაგოგებისატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში ამოქმედდა მგზავრობის საფასურის გადახდის თანამედროვე სისტემა.ბილეთის შეძენა შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:

• სამგზავრო ბარათი Rustavi Card-ი

• საქართველოს ბანკის ბარათი• სტუდენტური ბარათი Student Card-ი, მოსწავლის ბარათი School Card-ი

• მეტრომანის ბარათი

• ნაღდი ფულით (50, 20, 10 თეთრიანის მოთავსებით გადახდის აპარატში)სამგზავრო ბარათის აღება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ტერმინალების საშუალებით შემდეგ ლოკაციებზე:

• მესხიშვილის N14

• კოსტავას N17

• მეგობრობის N18

• ლეონიძე- მესხიშვილის კვეთა

• რუსთავი, მე-19 მკრ N17 კორპუსის მიმდებარედ

NO COMMENTS