რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ოცდაორივე ფილიალში სააღმზრდელო პროცესი აღდგა

დღეს, რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ოცდაორივე ფილიალში სააღმზრდელო პროცესი აღდგა. ახლადრეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში მივიდნენ დღეს, მე-8 მიკრორაიონში მდებარე 34-ე ბაღის აღსაზრდელები. ქალაქის ამ უბანში, საბავშვო ბაღი, ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ექვსჯგუფიანი, 150 ბავშვზე გათვლილი ბაღის რეაბილიტაცია, 2020 წელს დაიწყო და პანდემიის გამო დაწესებული დისტანციური სწავლების პერიოდში დასრულდა. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე კახა გურულთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ეკა ხუციშვილთან ერთად, სასწავლო- სააღმზრდელო პროცესის აღდგენას, რამდენიმე ბაგა-ბაღში, მათ შორის, ახლადრეაბილიტირებულ 34-ე ბაღშიც გაეცნო. სასწავლო პროცესის განახლების წინ, რუსთავის ოცდაორივე ბაგა-ბაღის ყველა პედაგოგს, აღმზრდელსა და სხვა თანამშრომელს, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა. ტესტირებული თანამშრომლებიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ბაგა-ბაღების თანამშრომლების ტესტირება კოვიდ 19-ზე ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.

NO COMMENTS