რუსთავის საკრებულოში ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ჯგუფის ხელმძღვანელი გურამ კვარაცხელია უძღვებოდა.

სხდომაზე, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტრანსპორტის მართვის და ტრანსპორტის კონტროლის განყოფილების, ხელმძღვანელმა დავით გიორგაძემ და შიდასაქალაქო სატრანსპორტო საშუალებების გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელმა პირებმა, პანდემიის პირობებში მგზავრთა გადაზიდვის და მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და კომპეტენციის ფარგლებში, მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს.

კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა ქალაქის შემოსასვლელეში ავტოსადგურის შექმნის საკითხზე, ასევე, ხაზი გაესვა პანდემიით გამოწვეული მგზავრთნაკადის შემცირების გამო, გადასახადებზე საშეღავათო პროგრამის გაგრძელებას.

ქალაქში სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრის საკუთარი ხედვა წარმოადგინა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გურამ კვარაცხელიამ. სამუშაო ჯგუფი მზად არის განიხილოს კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა წინადადება, რაც ხელს შეუწყობს ქალაქში ტრანსპორტის გამართულად მოძრაობას და თანაბარ-კონკურენტული გარემოს შექმნას. ამ მიზნით, კომპანიების წარმომადგენლებს მიეცათ გარკვეული რეკომენდაციები.

მხარეები შეთანხმდნენ რომ, მგზავრთნაკადის გაზრდის მიზნით, დაკორექტირდება მიკროავტობუსების სვლა-გეზი და გადაიხედება ქრონომეტრაჟი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციის დარეგულირებას და წარმოაჩენს რამდენად კონკურენტუნარიანია, აღნიშნული ავტოტრანსპორტი.

შეხვედრა, ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შიდასტრანსპორტის გადამზიდავი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან, უახლოეს პერიოდში გაიმართება.

NO COMMENTS