გოგი მეშველიანი: ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულება

საქართველოს პარლამენტის წევრი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანის ცნობით წალკის მუნიციპალიტეტში დაიწყო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-169) იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საწყისი 7,3 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოები. 

„მახარებს ის ფაქტი, რომ შევძელით მოსახლეობისთვის კიდევ ერთი პრობლემური საკითხის მოგვარება. ჩემთვის მნიშვნელოვანია შევძლოთ ყველა დაპირების ასრულება და ადამიანების მოლოდინის გამართლება. წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარეთის მოსახლეობა წლების მანძილზე ითხოვდა საგზაო ინფრასტრუქტურის გამართვას და საუბრობდა მოუწესრიგებელი გზისგან წარმოქმნილი პრობლემეზე. ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობდით მათთვის მნიშვნელოვანი საჭიროებების მოგვარებაზე. აღნიშნულ საკითხზე მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, რამაც შედეგი გამოიღო.” – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

NO COMMENTS