6 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებშიც იწვიმებს, მთაში მოთოვს. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დედაქალაქში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსია მოსალოდნელია.
7–8 თებერვალს გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12, +17 აღმოსავლეთ საქართველოში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს.
9–12 თებერვალს ისევ ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +4, +9, აღმოსავლეთ საქართველოში 0, +5 გრადუსი იქნება.