რუსთავში ჟიული შარატავას დაბადების დღე აღნიშნეს

0
1549

დღეს ეროვნულ გმირის ჟიული შარატავას დაბადების დღეა. 7 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, 73 წელი შეუსრულდებოდა. ეს დღე რუსთავში საზეიმოდ აღინიშნა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოსახლეობამ, მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შარტავას მემორიალთან, დილიდან რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები, ქვემო ქართლის გუბერნატორი და ქალაქის მერი იმყოფებოდნენ. მემორიალთან ასევე შეკრებილები იყვნენ მოსწავლეები, რომელთაც საზოგადოებას სხვადასხვა სანახაობა შესთავაზეს. ბავშვებმა ჟიული შარატავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, სპეციალურად მომზადებული ლექსები და საცეკვაო ნომრები წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

NO COMMENTS