რატომ ვიხდით ფულს იმაში, რასაც მერიის სამსახური უფასოდ გვთავაზობს

0
3209

რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში, რამდენიმე კომპანია გამოჩნდა, რომლებიც მოსახლოებას გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადეზინფექციო მომსახურებას სთავაზობენ.  საცხოვრებელ კორპუსებში კომპანიის წარმომადგენლები კარდაკარ დადიან  და 2 ლარის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფექციას აკეთებენ.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ საცხოვრებელ კორპუსებში, საშინელი სუნი ტრიალებს. მოსახლეობა შიშობს, რომ სადარბაზოში გაფრქვეული სითხე შეიძლება მომწავლელიც კი აღმოჩნდეს. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია რამდენად კანონიერად ახორციელებენ ეს კომპანიები საქმიანობას.

„ტელეგრაფმა” სცადა გაერკვია აქვს თუ არა იურიდიული ძალა ჩეკთან გათანაბრებულ ქვითარს, რომელსაც ზემოთ აღნიშნული კომპანიები მოსახლოებას აძლევენ. როგორც ირკვევა, ეს კომპანიები საქმიანობას ერთი შეხედვით კანონიერად ახორციელებენ. თუმცა, ქვითრები, რომელთაც კომპანიის წარმომადგენლები მოსახლოებას, სამუშაოების შესრულების შემდეგ აძლევენ, შესაძლოა ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარი სურვილისამებრ დაამზადოს. ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტს ბეჭედი და შტამპი აქვს დასმული, რომლის დამზადებაც ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერი დიზაინის, ან თუნდაც უკვე არსებული ბეჭდის ანალოგის შექმნა ძალიან მარტივად შეუძლია. ამისთვის არც რაიმე დოკუმენტაციაა საჭირო და არც დიდი თანხები.

შევეცადეთ ქვითრის დახმარებით, შემოსავლების სამსახურში, აღნიშნული კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოგვეძებნა. ვინაიდან, ქვითრებზე მითითებული სატელეფონო ნომრები ერთგან არასრულად არის დატანილი, ერთგან კი არ ირეკება და მათ შესახებ სრული ინფორმაცია არ არის განთავსებული ქვითარზე. როგორც რუსთავის შემოსავლების სამსახურში განგვიცხადეს, მსგავსი ინფორმაცია კონფინდენციალურია.

შევამოწმეთ ორივე ქვითარზე არსებული ინდივიდუალური მეწარმის და შპს-ს მონაცემები, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში და ვნახეთ, რომ ნამდვილად არის ორივე მათგანი რეგისტრირებული 2016 წლის თებერვალში.

მიუხედავად ყველაფრისა, მართლაც არიან თუ არა ადამიანები არსებული კომპანიების თანამშრომლები საბოლოოდ ვერ დავადგინეთ. ფაქტია, რომ საკმაოდ დამაჯერებლად, მოსახლეობისგან ფულს იღებენ და გაურკვეველი ნივთიერების შემცველ სითხეს სადარბაზოებში აფრქვევენ.

მოსახლეობის უმეტესობამ არც კი იცის, რომ ამ ყველაფრის ფონზე რუსთავის მერიას აქვს სპეციალური პროგრამა, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს. სამსახურის წარმოამდგენელები ვალდებულები არიან თვეში ერთხელ სადარბაზოების დეზინფექცია გააკეთონ. გარდა ამისა, მოსახლეობის მიმართვიანობის შესაბამისად აღნიშნულ სამუშაოებს სრულიად უფასოდ ნებისმიერ დროს აწარმოებენ.

ნინო ბერიძე

რუსთავი

(C) Telegraph.ge

 

 

NO COMMENTS