რუსთავში ხანძარს 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

0
1600

რუსთავში ქვის საამქროს ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. წინსაწარი ინფორმაციით ცეცხლი საამქროს ტერიტორიაზე არსებულ ვაგონს გაუჩნდა, რომელიც დარაჯისთვის იყო განკუთვნილი. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ტერიტორიას დარაჯობდა აღნშნულ ვაგონში დაიწვა.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროისთვის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც „ტელეგრაფს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

NO COMMENTS