რამდენიმე წუთისი წინ მეტეხის ხიდთან პოლიცია მუშაობდა. ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი, სავარაუდოდ, მოქალაქის შეტყობინება გახდა, რომელიც ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხეს შეეხებოდა.
ამ წუთებში კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ imedinews.ge-ს დაუდასტურა, რომ ძველ თბილისში, მეტეხის ხიდზე უმეთვალყურეოდ მიტოვებულ სპორტულ ჩანთაში ქალის ტანსაცმელი აღმოჩნდა.