გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ქალაქ რუსთავში სამართალდამრღვევმა 3 ძირი ფიჭვის სახეობის ხე-მცენარე მოჭრა. გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1800 ლარი შეადგინა.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შსს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს.