12 – 28 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR – მომსახურებას გაუწევს იმ რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები. მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელები შეძლებენ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი. მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს საშუალება ექნება, მიიღოს შემდეგი ელექტრონული მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირებიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, მოხდება, შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ
ტერიტორია | თარიღი | RS CAR-ის განთავსების მისამართი | საათები | |
ვანი | 12.04.2017 | გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
ახმეტა | 12.04.2017 | ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ.N49 (გამგეობის შენობასთან) | 10:00-17:00 | |
მარტვილი | 13.04.2017 | თავისუფლების 10 (მუზეუმის წინ) | 10:00-17:00 | |
დუშეთი | 13.04.2017 | რუსთაველის ქ.N27 (დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი); | 10:00-17:00 | |
აბაშა | 19.04.2017 | ჯორჯიკიას ქ.N3 (ლიბერთი ბანკის წინ) | 10:00-17:00 | |
ადიგენი | 19.04.2017 | თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ხობი | 20.04.2017 | ცოტნე დადიანის 190 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ნინოწმინდა | 20.04.2017 | პუშკინის ქუჩა (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
თერჯოლა | 21.04.2017 | რუსთაველის ქ. N106 გამგეობის მიმდებარედ | 10:00-17:00 | |
ასპინძა | 21.04.2017 | მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი (თიბისი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ხარაგაული | 24.04.2017 | 9 აპრილის 15 (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
საჩხერე | 24.04.2017 | თავისუფლების ქ.N4 (გამგეობის მიმდებარედ) | 10:00-17:00 | |
ლენტეხი | 25.04.2017 | თამარ მეფის ქ.N24 (გამგეობის შენობის წინ) | 10:00-17:00 | |
ტყიბული | 25.04.2017 | კარლო ლომაძის მოედანი (გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ცაგერი | 26.04.2017 | რუსთაველის ქ.N64 (გამგეობის შენობის წინ) | 10:00-17:00 | |
წალენჯიხა | 27.04.2017 | გამსახურდიას 2 (ლიბერთი ბანკის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
ნორიო | 27.04.2017 | გამგეობის მიმდებარე ტერიტორია | 10:00-17:00 | |
ჩხოროწყუ | 28.04.2017 | აღმაშენებლის N1 (გამგეობის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 | |
მარტყოფი | 28.04.2017 | მარტყოფი ქ.N1 (საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია) | 10:00-17:00 |