კინოთეატრის ყოფილ შენობაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

0
2155

რუსთავში, ყოფილი კინოთეატრ „რუსთაველის” შენობაზე, სადაც გასულ წელს ტოტალიზატორი და ელექტრონული კაზინო იყო განთავსებული, სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენობის ფასადიდან სარეკლამო კონსრუქციებს ხსნიან.

„ტელეგრაფი” დაინტერესდა სამუშაოების მიმდინარეობით, როგორც ადგილზე მყოფებმა განგვიცხადეს, სარემონტო სამუშაოები შენობაშიც მიმდინარეობს და მალე იქ ახალი სათამაშო ობიექტი დაიწყებს ფუნქციონირებას.

ჩვენთვის უცნობია, რომელი კომპანია გეგმავს ოპერირებას აღიშნულ ტერიტორიაზე. კომპანია „ლიდერბეთში” დაპირების მიუხედავად, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ობიექტი, რომელსაც სარეკლამო აბრები დღეს ჩამოხსნეს, რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს.

(C) Telegraph.ge

NO COMMENTS