პრემიერმა შესაბამის უწყებებს „დარიალჰესის“ ტურისტული მიმართულებების სიაში შეტანა დაავალა

0
1554

ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვვირიკაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს გახლავთ 110 მეგავატიანი, აბსოლუტურად უნიკალური ჰიდროელექტროსადგური, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული. ეს არის საუკეთესო პროექტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. 123 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ევრობანკის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და უნდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური. მინდა, განათლების და ეკონომიკის სამინისტროებს მოვუწოდო, რომ ეს ჰიდროელექტროსადგური აუცილებლად შეიტანონ ტურისტული მიმართულებების სიაში. ეს არის მიწისქვეშ განთავსებული უნიკალური ნაგებობა, რომელიც ძალიან საინტერესოა და ბევრ ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა, რომ ასეთ მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ როგორც ტურისტებს, ასევე, ახალგაზრდებს, მოსწავლეებს. მინდა ყველამ ნახოს, რაოდენ რთული სამუშაო შესრულდა დღეს, თანამედროვე საქართველოში ჩვენი კომპანიების მონაწილეობით. ეს ნამდვილად საამაყო საქმეა. მინდა, რომ მოგიწოდოთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

NO COMMENTS