გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების თანამშრომლებმა ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს.
გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფლების – ყარაჯალას, ნაზარლოს, ყარაჯალარის, აღთაკლიას და საიმერლოს მიმდებარედ, მოქალაქეებმა დაყარეს 2კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენი.
შედგა საჯარიმო ქვითრები-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. ჯარიმა განესაზღვრათ 80-80 ლარის ოდენობით.