გამწვანების აქცია N16 პენიტენციურ დაწესებულებაში

0
1819

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში მსჯავრდებულების მიერ დაწესებულების ეზოში 150-ამდე ყვავილი და ბუჩქი დაირგა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველოსა“  და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს მსჯავრებულებს სააღდგომო ეპისტელეები გადასცეს.

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. დღის ბოლოს  ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც მსჯავრდებულები მათ მიერ შექმნილი მუსიკალური პერფორმანსით წარსდგნენ.

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. აქციის ფარგლებში პრობაციონარებმა დაწესებულების სკვერში ფოთლოვანი ჯიშის ხეები დარგეს.

NO COMMENTS