ბირმის სამართალდამცავებმა საქართველოს 2 მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს.
სამართალდამცავების ცნობით, ეჭვმიტანილები ქვეყნიდან 90000 დოლარის უკანონოდ გატანას ცდილობდნენ.
მიანმარის პოლიციის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს 2 მოქალაქე იაგონის აეროპორტიდან საცვლებში დამალული თანხის გატანას ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ დააკავა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ.