​,,დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით რუსთავში დასუფთავების აქცია გაიმართა

0
1780

,,დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,  ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია გაიმართა. 

აქციაში,  რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კახაბერ გუგეშაშვილმა, რუსთავის მერიის, საკრებულოსა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

,,დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით  გამართული დასუფთავების აქციის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალისა და მე-8-ე მიკრო რაიონის  მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.

როგორც რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ განაცხადა, ,,დედამიწის დღესთან“  დაკავშირებით,  დასუფთავების აქციის გამართვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს 22 აპრილს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ძლიერი ქარისა და სტიქიის გამო მისი გადადება მოხდა და დღეს ჩატარდა.

,,დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით, აქცია გამართა რუსთავის მერიის ,,ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა“. რუსთაველმა ახალგაზრდებმა მეეზოვეებთან ერთად ქალაქის ქუჩები დაასუთავეს, გარემოს დაბინძურების თემაზე ფილმი გადაიღეს, რომლის ჩვენებაც ქალქის კულტურისა და დასვებეის პარკის ღია კინოთეარტრში გაიმართა.

NO COMMENTS