მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

0
3238

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა თამარისში, 1989 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, 1993 წელს დაბადებული ქალი მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობები დანით, ტელეფონზე მიღებული სმს -ის გამო, ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა. შემთხვევა გვიან ღამით, მოხდა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

„ტელეგრაფის” ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. ველოდებით, შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

(C) Telegraph.ge

 

 

NO COMMENTS