მუზეუმიდან 1,2 მლნ ევროს ღირებულების დიადემა მოიპარეს

0
4692

1,2 მილიონი ევროს ღირებულების 367 ბრილიანტის ქვით და პლატინით გამშვენებული დიადემა გერმანიაში, კარლსრუეს მუზეუმიდან ბოროტმოქმედებმა მოიპარეს. ამის შესახებ ბადენ-ბიურტენბერგის პოლიცია იუწყება.
დიადემა მუზეუმის სამეფო დარბაზიდან, დახურული ვიტრინიდან მოიპარეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ვიტრინის გასაღები არ გაუტეხიათ. ამ დრომდე უცნობია, ჩაირთო თუ არა სიგნალიზაცია.
მუზეუმის თანამშრომლებმა ძვირფასი ნივთის დაკარგვა მოგვიანებით შენიშნეს. მათ პოლიციას 29 აპრილს შეატყობინეს. უცნობია მოპარვის თარიღი.
დიადემა მე-20 საუკუნის დასაწყისშია დამზადებული და ის ჰერცოგინია ჰილდა ფონ ბადენს ეკუთვნოდა.

NO COMMENTS