ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომა გაიმართა

0
1571

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის, რიგით ორმოცდამეთორმეტე, სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი ოთხ საკითხს მოიცავდა.

დეპუტატებმა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მერიის ქონების მართვისა განყოფილების უფროსისგან მოისმინეს, შპს „დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერისტეტისთვის“ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის (იჯარა) უფლებით გადაცემას კი მხარი ერთხმად დაუჭირეს.

მესამე საკითხი პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებაზე თანხმობის მიცემას ეხებოდა.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თვითმმართველ ქალაქ რუსთავსა და მოქალაქე თენგიზ ტაბატაძეს შორის 2014 წლის 13 ივნისს გაფორმებული N178 და N179 იჯარის ხელშეკრულებებში ცვლილების შეტანის საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

კომისიამ ყველა საკითხი საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

სხდომას ამავე კომისიის თავმჯდომარე მარლენ ლაბაძე უძღვებოდა.

NO COMMENTS