წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტმა მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაონ

0
1656

2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმა.

სწორედ აღნიშნული გეგმის შემუშავებაზე იმსჯელეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტარციაში შეხვედრაზე, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა ქვემო ქართლის გუბერნატორ გრიგოლ ნემსაძესა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირები ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს ნარჩენების მართვის კოდექსით მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„ეს არის ნარჩენების მართვის იმ ახალი პრინციპების დანერგვა, რასაც ნარჩენების მართვის ახალი კოდექსი გულისხმობს და ის შესაბამისობაშია ეროპულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან, რაც საკმაოდ უცხოა ქართული რეალობისთვის. ამიტომ ჩვენ გვიწევს დამატებითი შეხვედრების გამართვა იმისთვის, რომ პროცესი მაქსიმალურად კარგად წარიმართოს“, – განაცხადა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოს რეგიონებში იგეგმება ნაგავსაყრელების მშენებლობა, რომელსაც ოპერირებას ,,მყარი ნარჩენების მართვის სააგენტო“ უწევს.

როგორც დღესვე გახდა ცნობილი, ნაგავსაყრელი, რომელიც ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება, შესაძლოა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აშენდეს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევა.

NO COMMENTS