​დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები განახლების, ზემო კარაბულახის და ახალი გოდაგდაგის მოსახლეობას შეხვდნენ

0
1587

მიმდინარე წლის 25 ივლისს დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები სოფლების: განახლების, ზემო კარაბულახის და ახალი გოდაგდაგის მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ხელმძღვანელმა პირებმა მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, თუ რა პროცედურები უნდა გაიარონ იმისათვის, რომ მიიღონ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 8 900 მოქალაქე სარგებლობს აღნიშნული სტატუსით.

ვრცლად მთის კანონის შესახებ 

იხილეთ : http://mrdi.gov.ge/ge/news/mountain-law

NO COMMENTS