ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი
ფუნქციები
- მონაწილეობას იღებს სამსახურის მუშაობაში და ასრულებს სამსახურის უფროსის და მოადგილის მითითებებს და დავალებებს;
- მუშაობს სამსახურში ყოველდღიურად შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციაზე და ამზადებს შესაბამისი დოკუმენტების პროექტებს;
- მონაწილეობას იღებს ცხოველების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების გატარებაში;
- ახორციელებს ცხოველების გადაყვანა-გადარეკვაზე ვეტერინარულ ზედამხედველობას;
- უზრუნველყოფს ცხოველების, ცხოველებისა და ადამიანებისათვის საშიში მასობრივი გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენას და შესაბამისად პრევენციის, სალიკვიდაციო ღონისძიებების შესრულებას;
- უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში ცხოველთა სნეულებების სადიაგნოსტიკოდ გამოსაკვლევი მასალის ლაბორატორიაში გადაგზავნას, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით შესაბამისი ღონისძიებების დასახვას და მათ შესრულებას;
- უზრუნველყოფს ვეტერინარული სერტიფიკატების გაცემას;
- ახორციელებს ვეტერინარულ კონტროლს;
- ახორციელებს საკარანტინო წესების დაცვაზე ზედამხედველობას;
- მონაწილეობას იღებს ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაში;
- კანონით დადგენილი წესის დაცვით ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში.
- ახორციელებს სამსახურის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს;
- ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებას.
საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს კონსტიტუცია I და II თავები;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I-IV, VI თავები);
- სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი;
- „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილება;
- „ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილება;
- „პროფილაქტიკური კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 თებერვლის №59 დადგენილება;
- „ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №429 დადგენილება;
- „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილება;
- ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილება;
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილება;
- „ტექნიკური რეგლამენტის − საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის №118 დადგენილება;
- „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილება;
- „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვალი №55 დადგენილება;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის №2-3 ბრძანება.
დამატებითი მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება ვეტერინარიის სფეროში, მათ შორის ადმინისტრაციულ ორგანოში;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Word Outlook) ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი (ხელზე ასაღები: 640 ლარი)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული:
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/44399?active=1