შეყვარებულზე განაწყენებული გოგოს დაქალმა შსს-ში დარეკა და განაცხადა, რომ მისი დაქალი მტკვარში ჩახტა.
მტკვარში გოგოს ორდღიანი ძებნის შემდეგ პოლიციელებმა ის ახლობლის სახლში საღ-სალამათი აღმოაჩინეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.
როგორც გაირკვა, გოგონამ სუიციდის ინსცენირება მოაწყო, რადგან შეყვარებულზე ნაწყენი იყო. მან თავის დაქალს შსს-ში დარეკვა და იმის თქმა სთხოვა, რომ ის მტკვარში ჩახტა.
გოგოს ძებნა, რომელიც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 22 წლის არის, სამშაბათს საღამოს დაიწყო.
შსს-ს მონაცემებით, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება და სამართალდამცველებთან გასაუბრების შემდეგ მას სახლში გაუშვებენ.