შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა ,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბანკში პირის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა საგანგაშო ღილაკი და მალევე ადგილზე სამარათალდამცველები მივიდნენ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა გასროლა და ადგილზე დაიღუპა.