რუსთავში ​ედუარდ კურტისის პოსტერების გამოფენა მოეწყობა

0
1377

ედუარდ კურტისის პოსტერების გამოფენა ახლა უკვე ჩვენს ქალაქში! შემოგვიერთდით ამერიკული კუთხის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-საღამოზე პარასკევს 29 სექტემბერს, 16.00 საათზე, ბიბლიოთეკა “ნაკადულში”  ( მეგობრობის გამზ.#2)  და დაათვალიერეთ ეს გასაოცარი ფოტოები 

აშშ-ის საელჩომ ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის, ედუარდ კურტისის ფოტოები საქართველოში მკვიდრი ამერიკელების ისტორიის გასაზიარებლად და კულტურის შენარჩუნების მნიშვნელობის სადემონსტრაციოდ ჩამოიტანა. სალომე ფაჩუაშვილი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის კურატორია, იგი ვებ-ჩატის მეშვეობით ისაუბრებს გამოფენაზე და პოსტერების გამოფენის სპეციფიურ ფოტოებზე. ეს დასაწყისია იმ მრავალი აქტივობისა, რომელსაც ამერიკული კუთხეები მკვიდრ ამერიკელებსა და კულტურის შენარჩუნებასთან დაკავშირებით უმასპინძლებს. ასე, რომ თვალყური ადევნეთ ჩვენს გვერდს. 

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ამერიკის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე [https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/posts/10155667629167954]. 

.

NO COMMENTS