12 ოქტომბერს, ბოლნისის კულტურის სახლში ქალთა ლატვიური ანსამბლი ,, ერა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლები კონცერტს გამართავენ. ქალთა ლატვიური ანსამბლი ,,ერა“, რომელიც ქალაქ მაზსალაცას წარმოადგენს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საკონცერტო ტურნეს გამართავს. ,,ერას“ სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოებები. ანსამბლის საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა. კონცერტი 18 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია.
Home ახალი ამბები ქალთა ლატვიური ანსამბლი ,, ერა“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული...