მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

0
1644

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო“, – აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. 

მაჟორიტარობის კანდიდატსა და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდათ.

NO COMMENTS