დმანისის 33-ე საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი ავარიაში მოყვა. როგორც პირველ არხთან საუბრისას დმანისის 24-ე საოლქო კომიიის თავმჯდომარემ ლონგინოზ ყულიაშვილმა განაცხადა, მდივანი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას თავი აქვს გატეხილი.
„ავარიაში მოყვა მდივანი, თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოში გადაიყვანეს. უბანზე აირჩიეს უკვე ახალი მდივანი და ჩვეულებრივად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი“ – განაცხადა ლონგინოზ ყულიაშვილმა.