ვის უწყდება უფლებამოსილება რუსთავის მერიაში

0
2290

საქართველოს ორგანული კანონის, საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველი წყდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს. შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება ძალაში შედის 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის და მერის მოადგილეების უფლებამოსილებების შეწყვეტას გულისხმობს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილება არ შეუწყდებათ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.

რუსთავის ახალი მერი უფლებამოსლების შესრულებას დღეიდან იმ სამსახურებთან ერთად შეუდგა. რომლებიც კვირა დღესაც მუშაობენ, ხოლო ქალაქის მერიაში ირაკლი ტაბაღუა, ორშაბათს, 13 ნოემბერს მივა. ვინ დაიკავებს მერის მოადგილეების თანამდებობებს, სავარაუდოდ მომდევნო კვირას გაირკვევა. დარჩებიან თუ არა თანამდებობებზე ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძე უცნობია.

NO COMMENTS