ირაკლი ტაბაღუა უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

0
3672

რუსთავის ახლად არჩეული მერი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგა. ირაკლი ტაბაღუა თანამშრომლებს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ წარუდგინა. წარდგენას პარლამენტის წევრები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე ესწრებოდნენ. ახალ მერს მერიაში რუსთავის ყოფილი მერი, დავით ჯიქია დახვდა.

ირაკლი ტაბაღუამ, ოფიციალური წარდგენის შემდეგ რუსთავის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან პირველი თათბირი გამართა.

მისი განცახდებით, დღეიდან აქტიური მუშაობა დაიწყება 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე, მოგვიანებით ამ პროცესში ახლად არჩეული საკრებულოც ჩაერთვება.

”მოგეხსნებათ, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება გარკვეულ ვადებში მოახდინოს 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა და საკრებულოს წინაშე წარდგენა, ეს პირველი ეტაპია, ამას წინ უსწრებს ბიუჯეტის პროექტის ,,მრჩეველთა საბჭოსთან“ ერთად განხილვა. სამსახურებს დაევალათ, რომ წარმოადგინონ პარამეტრები და პრიორიტეტები ბიუჯეტთან მიმართებაში, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ 2018 წლის ბიუჯეტზე მუშაობა“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

 

NO COMMENTS